თავდაცვის მინისტრი - ჩვენი მიზანია, დაჭრილ-დაშავებული სამხედროების პირობები საერთაშორისო სტანდარტებს გავუთანაბროთ

30 ივნისს თავდაცვის უწყება დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეს აღნიშნავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპორტული და კულტურული ღონისძიებების კვირეულის გახსნის ოფიციალური ღონისძიება მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ- მაიორმა გიორგი მათიაშვილმა. მინისტრმა პატივისცემა გამოხატა დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების მიმართ და საქართველოს მთავრობის მხრიდან მათი მხარდაჭერის პოლიტიკაზე ისაუბრა.

„თითოეულ სამხედროზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა ჩვენი მთავრობისა და თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც პრემიერ-მინისტრის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენი მიზანია, დაჭრილ-დაშავებული სამხედროების პირობები საერთაშორისო სტანდარტებს გავუთანაბროთ და იყოს ისეთივე ღირსეული, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას ეკადრება“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის მიმართულებით. მან საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის გენერალური დირექტორი დავით მამულაიშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართება პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. დაჭრილ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრი ღია კარის დღეზეც უმასპინძლებს. ცენტრის ტერიტორიაზე დაგეგმილია სამხედრო ტექნიკის გამოფენა და გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში