ვილი სანიოლი - იმედი მაქვს, მომდევნო გზა უფრო კარგი იქნება, იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ - ჯერ უნდა დავაფასოთ ეს მომენტი და შემდეგ ვისწავლოთ მისგან

იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ , - ამის შესახებ ესპანეთთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა.

მწვრთნელის თქმით, ჯერ უნდა დავაფასოთ მომენტი და შემდეგ ვისწავლოთ მისგან.

მისი თქმით, სურთ ბევრ ქართველ გულშემატკივრებს მიეცეთ შანსი, დიდ სტადიონებზე ისევ იყვნენ და ეროვნული ჰიმნი იმღერონ.

"ჩვენ ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ გოლის დროს ოფსაიდი აუცილებლად იყო. თუ ის დაფიქსირდა საფრანგეთის ნაკრების მატჩში, იყო ახლაც. VAR-ი ძალიან კარგი და ევოლუციური გამოგონებაა, თუმცა მაინც არ ვიცით, ის სწორად როგორ გამოვიყენოთ.

ჩვენ დღეს დავასრულეთ ევროპის ჩემპიონატი და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საუბარი ძალიან ადრეა. იყო კარგი და ცუდი მომენტები, ახლა მთავარია ყველანი დავსხდეთ და ყველაფერი გავარჩიოთ. ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ. ახლა გზის დასასრულისკენ მივედით, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო გზა უფრო კარგი იქნება. ევროზე ფანტასტიკური გუნდური თამაში გვქონდა. იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ. რამდენიმე დღეში გავიაზრებთ, რაც გავაკეთეთ და ისევ ბედნიერები ვიქნებით.

დღევანდელი მატჩიდან ჩემმა ფეხბურთელებმა ერთი რამ უნდა ისწავლონ, ამ დონის მატჩისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ. ეს ყველას გვეხება - ფედერაციასაც, მეც. ჯერ უნდა დავაფასოთ ეს მომენტი და შემდეგ ვისწავლოთ მისგან.პირველი ტაიმი რომ მოგვეგო, მეორე ტაიმში მეტი ენერგია გვექნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი დაგვიშავდა. ესპანეთის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა.ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რათა აქამდე მოვსულიყავით.

მაქსიმალურად ვეცდებით, ფინალურ ეტაპზე ისევ ვითამაშოთ. გვინდა ბევრ ქართველ გულშემატკივრებს მივცეთ შანსი, დიდ სტადიონებზე ისევ იყვნენ და ეროვნული ჰიმნი იმღერონ.

თუკი კვარაცხელიას სურს პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ მას კონტრაქტი აქვს და "ნაპოლის" პატივი უნდა სცეს", - აღნიშნა სანიოლმა, რომლის კომენტარსაც "სპორტალი" ციტირებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია