კრისტოფ ჰოისგენი - უკრაინის ნატო-ში მიღება ალიანსის სამიტზე არ განიხილება

უკრაინის ნატო-ში მიღება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის დღის წესრიგში არ დგას, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება, - ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰოისგენმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, „გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ ნატო-ს წევრობა მისცემს უკრაინას მშვიდობის გრძელვადიან პერსპექტივას“.

„რუსეთთან შეთანხმებები არ ღირს იმ ქაღალდზე, რომელზეც ხელს პუტინი აწერს, უკრაინამ ეს საკუთარი მწარე გამოცდილებიდან ისწავლა. ერთადერთი დაზღვევა ნატო-ში გაწევრიანებაა“, - აღნიშნა კრისტოფ ჰოისგენმა.

კითხვაზე : „რა დარჩება უკრაინისგან ამ ომის შემდეგ“, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ მას ეჭვი არ ეპარება, „სახელმწიფოების საერთაშორისო თანამეგობრობა არ მიიღებს საზღვრების არანაირ ცვლილებას“.

”ძალის გამოყენებამ შედეგი არ უნდა გამოიღოს”, - აღნიშნა კრისტოფ ჰოისგენმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს