თინა ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე - მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური ნიშნით, პატიმრობაში იმყოფება - ივანიშვილი კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, პატიმრობაში იმყოფება. ივანიშვილი კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს. პოლიტიკური მართლმსაჯულების ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასათანადო მოპყრობას განიცდის და შესაბამისს სამედიცინო დახმარებას მოკლებულია.

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ სხვა პოლიტპატიმრები რჩებიან უკანონო პატიმრობაში რუსეთში, ბელარუსში და ასევე საქართველოში, სადაც ავტორიტარული ხელისუფლება რუსი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, რომლის თავმჯდომარეც ახლა მე ვარ, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, პატიმრობაში იმყოფება. ის არასათანადო მოპყრობას განიცდის და სათანადო სამედიცინო დახმარებას მოკლებულია. როგორც წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა განაცხადა, ის იმყოფება „გარემოში, რომელიც არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“.

დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების ადგილი არ არის. კრიტიკული ხმების ჩაგვრა ან განეიტრალება არის ის, რითაც ავტორიტარები ძლიერდებიან და ცდილობენ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ძალაუფლება შეინარჩუნონ. სწორედ ამ ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას ცდილობს. თუმცა ეს სახიფათო ცვლილება შეიძლება ოქტომბრის საკვანძო არჩევნებით შეიცვალოს და კომიტეტის წევრებს და ზოგადად ასამბლეას მოვუწოდებ, საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გადაწყვეტს.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება