კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) TAIEX-ის მისიის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში GCCA) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TAIEX-ის (ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) მისიის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები დაიწყო.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობენ: ლევან კალანდაძე GCCA-ის თავმჯდომარის მოადგილე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სალომე ქავთარაძე, მისი მოადგილე, ირაკლი შაკიაშვილი და იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი, რამაზ რაზმაძე.

„ევროკავშირის მხრიდან შეხვედრებში ჩართულია - პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ოფისის(UOKiK) ფილიალის დირექტორი, პიოტრ ადამჩევსკი, სახელმწიფო დახმარებების მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პატრიცია სობჩაკი და ფინანსური ინსტიტუტების, სერვისებისა და მედიის კონცენტრაციების კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენელი, კატარინა სტრადომსკა.

1-5 ივლისს დაგეგმილი შეხვედრები ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქართული კონკურენციის კანონმდებლობის გაუმჯობესება და ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან თანხვედრის შეფასება.

2020 წელს, საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოექცა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ექსპერტების შეფასებით, რომელიც სააგენტოში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისობა კონკურენციის მიმართულებით 75%-ია, რაც 2022 წელს, 60%-ს შეადგენდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება