ჰერმან საბო - გვიხარია, რომ ამნისტიის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ თუნდაც წინასაარჩევნოდ წამოსწია - არჩევნების წინა დღესაც რომ ხდებოდეს ამნისტია, მზად ვარ, მხარი დავუჭირო და შევაქო ის, ვინც ამას გააკეთებს

არჩევნების წინა დღესაც რომ ხდებოდეს ასეთი ამნისტია, მზად ვარ, მხარი დავუჭირო და შევაქო ის, ვინც ამნისტიას გააკეთებს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ჰერმან საბომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩი“ „ამნისტიის“ კანონპროექტის განხილვაში აქტიურად ჩაერთვება.

"არ ვიცი, ეს როგორი ამნისტია იქნება. კონკრეტიკაზე ჯერ საუბარი ძალიან რთულია, სანამ კანონპროექტი არ შემოვა, თუმცა ჩვენ ასეთი განწყობით ვართ, რომ ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი რაოდენობის ადამიანზე, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ. არა მხოლოდ მხარი დავუჭიროთ, არამედ ჩვენც აქტიური მონაწილეობა მივიღოთ და ჩვენი იდეებით თუ შენიშვნებით გავაუმჯობესოთ, რომ რამდენიც გამოვა, იმდენი გამოვიდეს, ხოლო დანარჩენებს შეეხოთ რაიმე სახით სასჯელის შემცირება მაინც. ძალიან გვიხარია, რომ ეს პროცესი "ქართულმა ოცნებამ" თუნდაც წინასაარჩევნოდ ასწია. გასაგებია, რომ ამაზე კრიტიკა იქნება, რომ არჩევნებზე ხმების ყიდვის მცდელობაა და ა.შ. არჩევნების წინა დღესაც რომ ხდებოდეს ასეთი ამნისტია, მზად ვარ, მხარი დავუჭირო და შევაქო ის, ვინც ამ ამნისტიას გააკეთებს," - განაცხადა საბომ.

მმართველი გუნდი „ამნისტიის კანონის“ მიღებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას უახლოეს პერიოდში დააინიცირებს და პირველი მოსმენით, ივლისში მიიღებენ. მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო „ამნისტიის კანონს“ საბოლოოდ, სამივე მოსმენით სექტემბერში მიიღებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია