გურამ მაჭარაშვილი - გახარიას ვურჩევ, რომ ამ ჭორიკანობას თავი დაანებოს და საერთოდაც პოლიტიკას შეეშვას, არ არის მისი საქმე

გახარიას ვურჩევ, რომ ამ ჭორიკანობას თავი დაანებოს და საერთოდაც პოლიტიკას შეეშვას, არ არის მისი საქმე, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის წარმომადგენელი შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი".

მაჭარაშვილის განცხადებით, გიორგი გახარია ჭორებზე გადავიდა, რადგან მისი პოლიტიკური რეპუტაცია ყოველდღიურად ეცემა.

„მას არანაირი პოლიტიკური განცხადება არ შეუძლია გააკეთოს ისეთი, რომელიც აწევს მის პოლიტიკურ წონას და გადავიდა ჭორაობაზე. წარმოიდგინეთ ახლა მითი, რომ ივანიშვილი თურმე რომელიღაცა მინისტრს ამერიკაში აგზავნის და მერე ამას ზედამხედველობას უწევს გახარია. აი, ამ მითებით ცხოვრობს გახარია და ცდილობს, აცხოვროს თავისი გუნდი. მას ვურჩევ, რომ ამ ჭორიკანობას დაანებოს თავი და საერთოდაც პოლიტიკას შეეშვას, არ არის მისი საქმე. ხომ დაინახა, რომ მისი საქმე არ არის პოლიტიკა. ამ ჭორაობაზე ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაგვყავს და ამაში ხელს გვიწყობს ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სინამდვილეში იმდენად არიან შეშინებულები, რომ "შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ როგორმე გაიგონ მაინც იქ რა ხდება".

„ახლაც მორიგი შიკრიკი ჰყავდათ გაგზავნილი, ფოსტალიონი, საკმაოდ მაღალი დონის. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად გაგზავნილი ჰყავს იქ," - განაცხადა გახარიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო