ზურაბ ჭიაბერაშვილი - ივანიშვილის ნებისმიერი მცდელობა, დასავლეთთან საქართველოს ბედით, ქართული დემოკრატიის, ქართველი ხალხის მომავლით  ივაჭროს, განწირულია წარუმატებლობისთვის

რუსული ძალადობრივი რეჟიმის მდგომარეობა საერთაშორისო არენაზე ძალიან რთულია - ნებისმიერი მცდელობა ბიძინა ივანიშვილისა, დასავლეთთან ივაჭროს საქართველოს ბედით, ქართული დემოკრატიის, ქართველი ხალხის მომავლით, განწირულია წარუმატებლობისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, რათა საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისკენ გზა გააგრძელოს.

„რუსული ძალადობრივი რეჟიმის მდგომარეობა საერთაშორისო არენაზე ძალიან რთულია. მათ ყველა შემობრუნების წერტილი გაიარეს და აღარანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“, ეს რუსული ძალადობრივი რეჟიმი, არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მცდელობა ბიძინა ივანიშვილისა - დასავლეთთან, საქართველოს ბედით, ქართული დემოკრატიის, ქართველი ხალხის მომავლით ივაჭროს, იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის. ახლა დასავლეთში, ჩვენი მეგობრები ქართველი ხალხისგან გადაწყვეტილებას 26 ოქტომბერს ელოდებიან და ეს გადაწყვეტილება არის შემდეგი, რომ რეჟიმი უნდა წავიდეს, ივანიშვილი უნდა წავიდეს იმისათვის, რომ საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისკენ გზა გააგრძელოს“, განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია