საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა პროექტ Micro-GEAR-ის სამუშაო შეხვედრებში მონაწილება მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები, პროექტის - „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკროსერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა - Micro-GEAR“ - ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით რომის ევროპულ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლებმა, რომის ევროპული უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს.

პროექტის მენეჯერის, სტუ-ის პროფესორის, ზაზა ცირამუას თქმით, სამწლიან პროექტში 6 ქვეყნის 16 ინსტიტუციაა ჩართული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი კონსორციუმის წამყვანი ორგანიზაცია და პროექტის კოორდინატორია. პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ასევე, სომხეთის განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ორი ქვეყნის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრები, უნივერსიტეტები და სამეცნიერო ცენტრები არიან.

ზაზა ცირამუას ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებიდან პროექტის პარტნიორები არიან ზაარლანდის (გერმანია), მადრიდის კარლოს III-ის (ესპანეთი), რომის ანიელო მერონეს ევროპული (იტალია) უნივერსიტეტები, ასოციაცია CIMEA – Information Centre on Academic Mobility and Equivalence (იტალია) და საკონსულტაციო კომპანია - GIRAF PM e.K. (გერმანია).

„ღონისძიება მიზნად საქართველოსა და სომხეთში მიკროკვალიფიკაციების სტატუს კვოსა და სამომავლო სამოქმედო არეალის განსაზღვრას (პროექტის შედეგი 1) ისახავდა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავცნობოდით როგორც მასპინძელი უნივერსიტეტის, ასევე დასავლეთევროპელი პარტნიორების საუკეთესო გამოცდილებასა და ცოდნას, გამოწვევებსა და მიკროკვალიფიკაციების დანერგვის მეთოდოლოგიას. მასპინძლებმა მიმოიხილეს ციფრული მიკროკვალიფიკაციების მიღებისა და აღიარების სხვადასხვა ასპექტი. მოხსენებები და პრეზენტაციები ოთხ მთავარ თემას ეძღვნებოდა, მათ შორის: მიკროკვალიფიკაციები ევროპის და განსაკუთრებით კი, იტალიის უმაღლესი განათლების სტრუქტურებში; ეროვნული კანონმდებლობები და ინსტიტუციური რეგულაციები; როგორ შეიძლება დავიწყოთ მიკროკვალიფიკაციების დანერგვა ინსტიტუციურ დონეზე?; რეკომენდაციები ორ ქვეყანაში სტატუსკვოსა და სამომავლო სამოქმედო არეალის განსაზღვრასთან დაკავშირებით. იტალიელი ექსპერტები შეეცადნენ, იტალიის განათლების სისტემაში მიკროკვალიფიკაციების ინტეგრაციის პროცესის აღწერით, საქართველოსა და სომხეთის შესაბამისი ინსტიტუციებისთვის კონკრეტული სამომავლო მიზნები და ამოცანები გამოეკვეთათ. წარმატებული შემთხვევების გარდა, მათ მიკროკვალიფიკაციების დანერგვისთვის საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებაც ისაუბრეს. ამასთან, პროექტის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება ქართველმა და სომეხმა პარტნიორებმაც გავუზიარეთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

ვიზიტს ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რომის ევროპულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის დამყარება გადაწყდა, რაც სტუდენტთა და თანამშრომელთა მობილობის პროცესს მოიცავს“, - განაცხადა ზაზა ცირამუამ.

მისივე თქმით, Micro-GEAR-ი ითვალისწინებს მიკროკრედიტების შემუშავებისა და სწავლების საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესწავლა-ანალიზს იმ მიზნით, რომ ეროვნული აკადემიური საზოგადოებების შესაძლებლობები გაუმჯობესდეს, განავითარონ და უზრუნველყონ სხვადასხვა ტიპის მოკლე კომპეტენციებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო კურსები, რაც თავის მხრივ, მიკროსერტიფიკატების მიღებას შესაძლებელს გახდის. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს აკადემიური პერსონალის აღჭურვას შესაბამისი ცოდნითა და უნარებით, კურსების დიზაინის შემუშავებას, სწავლებისა და შეფასების სრული ციკლის პრაქტიკულ განხორციელებას, რაც სხვადასხვა კატეგორიის მოსწავლეთა და განათლების პროვაიდერთათვის, ციფრული მიკროსერტიფიკატების მიღების შესაძლებლობას შექმნის.

სტუ-ის ინფორმაციით, Micro-GEAR-ის, რომელიც პირველი საერთაშორისო პროექტია მიკროსერტიფიცირების კუთხით. საბოლოო მიზანი ევროკავშირის პოლიტიკის გაზიარება, განათლების ჩარჩო რეფორმების მომზადება და სომხეთსა და საქართველოში ინსტიტუციური შესაძლებლობების შექმნა, გაძლიერება, პოპულარიზაცია და მიკროსერტიფიკატების აღიარებაა.

პროექტი რეგიონული განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთათვის ითვალისწინებს შექმნას მიკროსერტიფიცირების ელჩების, ენთუზიასტების კოჰორტა და შესაძლებელი გახადოს მათი თანამშრომლობა იმ ევროპელ კოლეგებთან, რომლებიც საგანმანათლებლო სისტემაში აქტიურად ნერგავენ მიკროსერტიფიცირებას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიკროსერტიფიცირება, დღესდღეობით, გაცილებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიული განათლებისა და სწავლების (VET) სისტემებშიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - ხელისუფლებამ იცის, რომ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების კუთხით ჩიხშია, ახლა მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ - არჩევნები მოიგონ და შემდეგ თქვან: ხალხმა ჩვენ აგვირჩია და დაანებეთ თავი ამ ქვეყანას
ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო