გიორგი ვაშაძე - ივანიშვილს მცდელობა ექნება, როგორმე დაალაგოს ურთიერთობა აშშ-სთან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან წითელი ხაზები უკვე ბოლომდე გადაკვეთა

[ბიძინა] ივანიშვილს მცდელობა ექნება, რომ როგორმე დაალაგოს ურთიერთობა [აშშ-სთან], მაგრამ ვფიქრობ, რომ მან წითელი ხაზები უკვე ბოლომდე გადაკვეთა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ერთადერთი, რაც ბიძინა ივანიშვილს „უშველის, ხელისუფლებიდან მშვიდობიანად წასვლაა“.

„ივანიშვილს, რა თქმა უნდა, მცდელობა ექნება, რომ როგორმე დაალაგოს ურთიერთობა [აშშ-სთან], მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მან წითელი ხაზები უკვე ბოლომდე გადაკვეთა. ერთადერთი, რაც მას უშველის, ეს არის ხელისუფლებიდან მშვიდობიანი წასვლა და მისი გადაბარება დემოკრატიული ძალებისთვის. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ეს მისთვის გამოსავალი გახდეს ამ მძიმე ვითარებიდან, რაშიც თვითონ ჩაიყენა თავი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძემ ისაუბრა აშშ-სგან ხელისუფლების წარმომადგენელთა დასანქცირების შესახებ და აღნიშნა, რომ მთავარი სანქცია „ქართული ოცნებისთვის“ ქართველი ხალხის მხრიდან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება.

„მთავარი სანქცია 26 ოქტომბერს იქნება ქართველი ხალხის მხრიდან. ამაში დარწმუნებული ვარ. ყველა, ვინც აყალბებს ქართველი ხალხის ნებას, ვინც დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ იბრძვის და ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას ცდილობს რუსული მეთოდებით, უნდა იცოდნენ, რომ ძალიან დიდი რისხვა იქნება მათთან მიმართებით საერთაშორისო აქტორების მხრიდან. ჯერ სანქციებისა და შეზღუდვების, მხოლოდ და მხოლოდ, პირველი ნაბიჯებია. დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდან იმიტომ, რომ მათთვის ძალიან მკაფიოა - ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და ვინც ხალხის ნებას აყალბებს, ყველა ის ადამიანი კონკრეტული პასუხისმგებლობის ქვეშ მოექცევა. ამის, რა თქმა უნდა, ძალიან ეშინია „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერს“,- განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია