გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ უნდა პატიმრების ამნისტია საარჩევნოდ გამოიყენოს - ჩვენ ამნისტიას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ხელისუფლებას ჩვენი ბედით ვაჭრობის შესაძლებლობა აღარ უნდა მივცეთ

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თავდაპირველად პატიმრების ამნისტიის ინიციატივა ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა და „ახლა ეს უნდათ საარჩევნოდ გამოიყენონ“.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ „ჩვენი ბედით ვაჭრობის შესაძლებლობა აღარ უნდა მისცეს“.

„თავის დროზე ამნისტიის ინიციატივა ოპოზიციის მხრიდან იყო, მას მხარი „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჭირა და ახლა უნდა ეს საარჩევნოდ გამოიყენოს. ზოგადად, ჩვენ ამნისტიას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ბედით ვაჭრობის შესაძლებლობა აღარ უნდა მივცეთ - აი, ეს არის ნომერ პირველი პრინციპი. 26 ოქტომბერს დიდი ცვლილებების დღე მოდის, რომ საქართველომ სწრაფად ევროპისკენ სვლა გააგრძელოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს