გიორგი ქოჩორაშვილი - 26 მარტის მატჩის დასრულების შემდეგ, ყველას ერთი მიზანი გვქონდა: ტურნირზე ჩვენი გამოსვლის შემდეგ ქართველ ხალხს თავი ამაყად ეგრძნო და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ

26 მარტის მატჩის დასრულების შემდეგ, ყველას ერთი მიზანი გვქონდა: ტურნირზე ჩვენი გამოსვლის შემდეგ ქართველ ხალხს თავი ამაყად ეგრძნო და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ,- ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის ქართველ გულშემატკივარს მსოფლიოში საუკეთესოს უწოდებს და მადლობას უხდის.

„დაუვიწყარი თავგადასავალი გერმანიაში დასრულებულია. დებიუტანტი გუნდი, რომელმაც გააცნო ყველას თავი საკუთარი იდენტობით. 26 მარტის მატჩის დასრულების შემდეგ, ყველას ერთი მიზანი გვქონდა: ტურნირზე ჩვენი გამოსვლის შემდეგ ქართველ ხალხს თავი ამაყად ეგრძნო და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ.

ყველა ის წამი, რომელიც შეკრების დაწყების დღიდან ერთად გავატარეთ, მართლაც უნიკალური და დაუვიწყარი იყო. ვფიქრობ, ამ ერთიანობამ მოიტანა ის შედეგი, რომლითაც დღეს შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ, ხვალინდელი დღის უკეთესი შედეგის იმედად.

ბევრჯერ მითქვამს და არასდროს დავიღლები იმის თქმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს, რომელიც არასდროს გვტოვებს მარტო. ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ესპანეთის წინააღმდეგ, გერმანიაში, თავს საკუთარ მოედანზე ვგრძნობდით. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ტრიბუნიდან, ქუჩის ეკრანებიდან, თუ სახლიდან, ყველა ძალა ჩვენამდე სრული სიზუსტით მოვიდა და ამან ყველა ეტაპზე გაგვაძლიერა. მომავალ შეხვედრამდე“,- წერს გიორგი ქოჩორაშვილი.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე