გიგი წერეთელი - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველოში დაგეგმილი ოქტომბრის არჩევნები პრიორიტეტია

ბუქარესტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმდინარეობს, რომელსაც 56 ქვეყნის პარლამენტის 300- მდე წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის არის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, რომელიც მიმდინარე ღონისძიებაში მონაწილეობს, როგორც ორგანიზაციის ექს-პრეზიდენტი. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

გიგი წერეთლის განცხადებით, მიმდინარე სესიაზე უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობის, დემოკრატიის, უკრაინაში რუსეთის აგრესიის თემებთან ერთად, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ფორმირების საკითხიც განიხილება.

„მიუხედავად იმისა, რომ წელს ბევრ ქვეყანაში არის არჩევნები, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიების ჩამონათვალში საქართველოში დაგეგმილი ოქტომბრის არჩევნები პრიორიტეტულია. ამის შესახებ ასამბლეის პრეზიდენტმა, ფინელმა დეპუტატმა, პია კაუმამ განაცხადა და ეს საკითხი ეუთო-ს ზაფხულის სესიაზე აქტიური განხილვის საგანია. ეს კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს ე.წ. „გამჭვირვალობის” კანონის მიღების ფონზე, რაც საარჩევნო გარემოს მძიმე პრობლემების წინაშე აყენებს.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჯგუფმა ეუთო-სგან მასშტაბური სადამკვირვებლო მისიის ფორმირება მოითხოვა. განსაკუთრებული აქცენტით - მოსალოდნელ ზეწოლასა და ანტიდემოკრატიულ ტენდენციებზე, არჩევნების დღემდე გაცილებით ადრეულ პერიოდში, რაც ძირს გამოუთხრის კენჭისყრის დემოკრატიულობას"- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის