გია ვოლსკი - ნურმაგომედოვი მსოფლიოში გამოჩენილი სპორტსმენია და ფოტო უამრავ ადამიანთან აქვს გადაღებული - ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე არ გამოირჩევიან რაიმე განსაკუთრებულობით იმ პირთა შორის, ვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონი შეხვედრია

ეს სპორტსმენი მსოფლიოში გამოჩენილი სპორტსმენია, მას ფოტო უამრავ ადამიანთან აქვს გადაღებული - ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე არ გამოირჩევიან რაიმე განსაკუთრებულობით იმ პირთა შორის, ვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონი შეხვედრია, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრემიერ მინისტრის, თბილისის მერისა და “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილის UFC-ის მებრძოლთან, დაღესტნელ სპორტსმენ ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრას.

ვოლსკის შეფასებით, „თუკი ხაბიბ ნურმაგომედოვი დღეს რუსეთის ფედერაციას წარმოადგენს, ეს რაიმე ღირსებას არ აკლებს იმის გამო, რა მიღწევებიც მას სპორტში გააჩნია“.

„ალბათ სპორტული მიღწევებია თემა, რაზეც მათ ისაუბრეს, თუმცა ალბათ ირაკლი კობახიძე ან კახა კალაძე დაადასტურებს, რა თემაზე შეიძლება ელაპარაკათ ადამიანთან, რომელიც ჩემპიონია სპორტში - ბრძოლა წესების გარეშე. დამერწმუნეთ, ამ თემის იქეთ არც იქნებოდა საუბარი.

თუ ფოტოებითა და ვიდეო ჩანაწერებით ვიმსჯელებთ, მისი ურთიერთობების წრე გაცილებით უფრო ფართოა, რაც რაიმე პოლიტიკურ ინსინუაციებს არ ეხება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს