Webster University Georgia მესამე აკადემიურ წელს იწყებს. 2024-2025 სასწავლო წელს უნივერსიტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განახლებული კატალოგით ხვდება. უნივერსიტეტში მესამე აკადემიური წლისთვის 4 საბაკალავრო და 2 სამაგისტრო პროგრამაზე მიმდინარეობს რეგისტრაცია. თითოეულ პროგრამაზე მისაღებად 50 ადგილია გამოცხადებული.
Webster University Georgia-ში გასულ 2 წელს დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ მას რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბის პოტენციალი გააჩნია.
„ორი წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ მთელი რიგი აქტივობებისა, რომლებიც ხაზს უსვამს ჩვენს მიზანს გავზარდოთ აკადემიური მოსწრება, სტუდენტების ჩართულობა და ფართო საზოგადოებასთან წვდომა. უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, Webster University Georgia-მ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს აკადემიური შეთავაზებებისა და კამპუსური ცხოვრების გაუმჯობესების კუთხით. ჩვენ დავნერგეთ ახალი საბაკალავრო პროგრამები ფსიქოლოგიასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში, რომლებიც მორგებულია თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნებზე. ფაკულტეტის გაფართოებამ, საერთაშორისო ლექტორების ჩათვლით, გაამდიდრა ჩვენი აკადემიური გამოცდილება, რომელსაც სტუდენტებს ვთავაზობთ“, - აცხადებენ უნივერსიტეტში.
აქვე გაგაცნობთ რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას, რომლებიც გასული 2 წლის განმავლობაში უნივერსიტეტმა განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ Webster University Georgia-ს თითოეული პროგრამა აკრედიტებულია როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში. პროგრამებს აქვთ HLC (higher learning commission-ის) აკრედიტაცია. Webster University 1925 წლიდან ინარჩუნებს ინსტიტუციურ აკრედიტაციას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ვრცელდება. ეს ნიშნავს, რომ Webster University Georgia-ს სტუდენტები მიიღებენ იმავე ხარისხს, რასაც მიიღებდნენ აშშ-ში.
Webster University Georgia ყოველკვირეულად აწყობს ღია კარის დღეებს, რაც პოტენციურ სტუდენტებსა და მათ ოჯახებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ კამპუსს, შეხვდნენ მასწავლებლებს, მიიღონ შეთავაზებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია და თავად დარწმუნდნენ ამერიკული განათლების უპირატესობებში.
(R)