სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ ფინტექ ასოციაციის მიერ ორგანიზებულ წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ საქართველოს ფინტექ ასოციაციის მიერ ორგანიზებულ წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ორდღიანი ღონისძიება საქართველოში ფინტექ ინდუსტრიის მიღწევებისა და პროგრესის განხილვას მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ფინტექის მიმართულებით ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ ინიციატივებზე და აღნიშნა, რომ სებ-ი მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას ქვეყანაში.

"ჩვენს გარემოში, როდესაც ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების როლი საფინანსო სექტორში სწრაფად იზრდება, სექტორის მომავალი ციფრული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას ქვეყანაში. უფრო მეტიც, გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო შუა დერეფანში, ჩვენს რეგიონში გახდეს ფინანსური ინოვაციების ჰაბი“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სექტორის განვითარებისთვის სწორი რეგულირების მნიშვნელობასა და ეროვნული ბანკის ღია რეგულირების მიდგომაზე.

"ჩვენი ამოცანაა სასურველი გარემო შევქმნათ კომპანიებისათვის, რომლებსაც რეგიონული და გლობალური გაფართოების ამბიციები აქვთ", - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა შექმნა ინოვაციების ოფისი, საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ინოვაციური იდეების მფლობელებს, როგორც იურიდიულ, ასევე ტექნოლოგიურ და ბიზნეს მოდელის მდგრადობის ნაწილში.

გარდა ამისა, სებ-ში ფუნქციონირებს რეგულირების ლაბორატორია, რომლის მიზანია შექმნას უსაფრთხო და სამართლიანი მარეგულირებელი გარემო რეგულირების ტესტირებისთვის. ის აძლევს რეგულირებად სუბიექტებს შესაძლებლობას, გამოსცადონ ახალი იდეები და მოარგონ მათი პროდუქტები ბაზრის საჭიროებებს.

მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სფეროში კონკურენციის ზრდისა და ინოვაციების ხელშეწყობისთვის ეროვნულმა ბანკმა დანერგა ციფრული ბანკის ლიცენზია. ამ დროისთვის ბაზარზე 3 ციფრული ბანკი ოპერირებს. გასულ წელს სებ-მა ასევე დაიწყო ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერების რეგულირება და ღია ბანკინგი.

ფინტექის წლიური შეხვედრაში პრეზენტაცია წარადგინა ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის, ღია ბანკინგის ხელშეწყობისა და საკრედიტო მონაცემთა მართვის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ვასილ შენგელიამ.

ღონისძიებას საქართველოს ფინტექ ასოციაციის 30-მდე წევრი ფინტექ კომპანია და ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“