"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის ორგანიზებით , 2 და 3 ივლისს, თბილისში, სასტუმრო "რუმსში" ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა მიღების, შერჩევისა და რეგისტრაციის ოთხთვიანი პროცესი დასრულდა. კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი 130-მა ქართველმა და უცხოელმა საერთაშორისო დონის მკვლევარმა გამოთქვა. კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტმა, რომელიც ქართველი და უცხოელი ეკონომისტებისგან არის დაკომპლექტებული, მიღებული განაცხადებიდან 63 საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის ავტორი შეარჩია, რომლებიც მათ მიგნებებს უკვე ფართო აუდიტორიას, 2-3 ივლისს, თბილისში, კონფერენციაზე წარუდგენენ. ამ მეცნიერთა ნაშრომები და მიგნებები მოიცავს ისეთ აქტუალურ ეკონომიკურ თემებს როგორიც არის მაკროეკონომიკური რეგულაციები, მონეტარული პოლიტიკა, კარბონის გადასახადები და მათი გავლენები, გენდერული გამოწვევები, დასაქმება, საქართველოში არსებული ეკონომიკური გამოწვევები და სხვა.

კონფერენციის პროგრამის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.

კონფერენციის საპატიო მომხსენებლები არიან ჯოზეფ ალტონჯი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი და ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს (NBER) მკვლევარი და ლუიჯი გუიზო, ეინაუდის ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტის (EIFE) პროფესორი და ეკონომიკური კვლევის ცენტრის მკვლევარი (CEPR).

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია policy პანელი, რომელზეც სპიკერები საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ. პანელს მხარს უჭერს და თანაორგანიზატორია International School of Economics – Policy Institute (ISET-PI). დისკუსიის მთავარი ფოკუსი იქნება საქართველოს ეკონომიკური რეფორმები და მათი გავლენა არსებულ ბიზნეს გარემოზე. პანელის სპიკერებს შორის არიან: ჯორჯ ველტონი, ამერიკული სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი; მიგელ მარტინი, მსოფლიო ბანკის თანასწორი ზრდის, ფინანსების და ინსტიტუციების პროგრამის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში; დავით კეშელავა, ISET PI-ს მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; შალვა მხატრიშვილი, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი, გალტ & თაგარტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის