გიორგი პერტაიამ ჩეხეთის ელჩთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სავაჭრო-საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ ჩეხეთის ელჩს საქართველოში, პეტრ კუბერნატს უმასპინძლა - ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრისას, ძირითადი აქცენტები გაკეთდა პროფესიულ განათლების, განახლებადი ენერგიისა და მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტ-იმპორტის საკითხებზე.

„მხარეებმა ქვეყნებს შორის ბიზნეს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თემებზეც იმსჯელეს. ამ მხრივ კი, ხაზი გაესვა ჩეხური და ქართული ბიზნესების დაახლოების საკითხებსა და ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ფორუმების გამოცდილებას.

შეხვედრისას, აღინიშნა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა და გამოითქვა მზაობა სავაჭრო-საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება