გიორგი გველესიანი - ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! -  თითქოს, დაუღალავმა 33-წლიანმა წყურვილმა და მოლოდინმა სიხარულისა, ერთიანობისა და სიამაყისა, ერთიანად ამოხეთქა და მოიცვა მთელი ერი

ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! რთულია, გადმოგცეთ ჩემი გაორებული შეგრძნებები. ერთის მხრივ, ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ ნაკრებს,რომელმაც ასე ღირსეულად წარმოაჩინა თავი, ამ უდიდეს ასპარეზზე, თითქოს შეუძლებელი შესძლო, თითქოს, ამ დაუღალავმა 33-წლიანმა წყურვილმა და მოლოდინმა სიხარულისა, ერთიანობისა და სიამაყისა, ერთიანად ამოხეთქა და მოიცვა მთელი ერი, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში წერს.

გველესიანი მადლობას უხდის ქართველ გულშემატკივარს და აცხადებს, რომ ეს მათი გამარჯვებაა.

"ვისაც , ოდესმე ვიცნობდი, ვისაც ოდესმე შევხევდრილვარ, ან და ვისთვისაც, თუნდაც ერთხელ ხელი ჩამომირთმევია, ყველა გახარებული და გაბრწყინებული თვალებით ვნახე. ეს დაუვიწყარი შეგრძნებებია.

მეორეს მხრივ, რაღაც არ მასვენებს, ვიცი, რომ მსოფლიოში საუკეთესოები იყვნენ, ვიცი, რომ თითქმის უნაკლოდ დაბალანსებულ გუნდს შევხდით, რომელთა წინააღმდეგ “ბურთი მრგვალი” არავისთვისაა, რომელთა წინააღმდეგ არც ერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს.

თუმცა, ესეთ მონსტრთან დავწინაურდით, გაჩნდა შეგრძნება, რომ ჩვენ ამასაც შევძლებთ. მთელი პირველი ტაიმი თავს შეუპოვრად ვიცავდით, ისინი კი აგრძელებდნენ წყნარად, მშვიდად და ორგანიზებულად ყველა მხრიდან შეტევებს. საბოლოოდ ეს უპირატესობა მათ გოლებში და გამარჯვებაში გადაიზარდა.

ბევრს ვფიქრობ და მაქვს დაუმკაყოფილებლობის შეგრძნება, ალბათ, ისე როგორც ყველა ჩვენგანს, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ ფეხბურთში საბოლოოდ კანონზომიერება ყველაფერს თავის ადგილს უჩენს.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ნამდვილად გამორჩეულები იყავით. ემოციურებიც, კულტურულებიც, ერთიანებიც, ლამაზებიც და ენერგიულებიც. ეს თქვენი დიდი გამარჯვებაა!“, - წერს გიორგი გველესიანი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე