ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპისთვის იმუნიტეტის მინიჭებაზე - სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის კანონის უზენაესობას

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის სისხლისსამართლებრივი დევნისგან ნაწილობრივი იმუნიტეტის მინიჭების შესახებ „საშიში პრეცედენტი“ უწოდა.

ბაიდენის შეფასებით, გადაწყვეტილება ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და საშინელ ზიანს აყენებს ამერიკელებს.

„ეს ერი დაარსდა იმ პრინციპით, რომ ამერიკაში მეფეები არ არსებობენ. თითოეული ჩვენგანი კანონის წინაშე თანასწორი ვართ. არავინ, არავინ დგას კანონზე მაღლა, შეერთებული შტატების პრეზიდენტიც კი. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება თითქმის დარწმუნებით ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არ არსებობს შეზღუდვები იმაზე, თუ რა შეუძლია გააკეთოს პრეზიდენტმა. ადამიანს, რომელმაც ეს ბრბო აშშ-ის კაპიტოლიუმში გაგზავნა, იმ დღეს მომხდარის გამო პოტენციური სისხლის სამართლის წესით გასამართლება ემუქრება. ამერიკელი ხალხი იმსახურებს პასუხის გაცემას სასამართლოში მომავალ არჩევნებამდე“, - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ოფიციალური ქმედებებისთვის იმუნიტეტი აქვს, მაგრამ არა პირადი ქმედებებისთვის. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა პრეზიდენტის რანგში განხორციელებული ოფიციალური ქმედებებისთვის არ შეიძლება, მაგრამ იმუნიტეტი პირად ქმედებებზე არ ვრცელდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება