ნიდერლანდებმა F-16-ების უკრაინაში ექსპორტის ნებართვა გასცა

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, კაისა ოლონგრენის განცხადებით, F-16 ტიპის 24 საბრძოლო თვითმფრინავის უკრაინისთვის მიწოდების მიზნით ექსპორტის ნებართვა გაცემულია.

„2023 წლის 22 დეკემბერს და 2024 წლის 5 თებერვალს პალატას ეცნობა 24 F-16-ის უკრაინისთვის მიწოდების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრისა და საგარეო ვაჭრობისა და თანამშრომლობის განვითარების მინისტრის სახელით გაცნობებთ, რომ პირველი თვითმფრინავების მიწოდება მალე მოხდება. პალატას ვაცნობებთ, რომ უკრაინაში სამხედრო ტექნიკის ექსპორტისთვის საჭირო ნებართვა გაცემულია“, - აღნიშნულია კაისა ოლონგრენის წერილში, რომელიც მან წარმომადგენელთა პალატას გაუგზავნა.

წერილში აღნიშნულია, რომ ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 ტიპის პირველი თვითმფრინავების მიწოდებას მალე დაიწყებს, თუმცა კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის და ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატას კონფიდენციალურად ეცნობება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება