მამუკა ხაზარაძე - მივესალმები „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებას - ჩემთვის ბევრი ნაცნობი და პროფესიონალი ადამიანის ერთობაა, თავისუფალი ადამიანები, რომლებიც ასე ძალიან სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას

მივესალმები „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებას - წარმატებას ვუსურვებ ლევანს და მის გუნდს ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აღნიშნულ ორგანიზაციაში პროფესიონალი ადამიანები არიან გაერთიანებულები.

„მივესალმები „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებას. ჩემთვის ბევრი ნაცნობი და პროფესიონალი ადამიანის ერთობაა. თავისუფალი ადამიანები, რომლებიც ასე ძალიან სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას. წარმატებას ვუსურვებ ლევანს და მის გუნდს ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში. არა რუსულ მთავრობას! გამარჯვება ახლოსაა“! - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, პოლიტიკური მოძრაობა - „თავისუფლების მოედანი“ დაფუძნდა. ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია რიყის პარკში გაიმართა, სადაც საზოგადოებას პლატფორმის ხედვები, მიზნები და წევრები გააცნეს.

როგორც „თავისუფლების მოედანი” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, მოძრაობა შედგება არაპარტიული პროფესიონალი ადამიანებისგან, რომლებმაც საკუთარი საქმე სახელმწიფო დონეზე იციან.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს