რუსული მხარის ინფორმაციით, ყირიმში, ბელგოროდსა და ბრიანსკში 11 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ყირიმში, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში ოთხ-ოთხი დრონი გაანადგურეს, ყირიმში კი - სამი.

„გასული ღამის განმავლობაში, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმების მცდელობისას, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეაკავეს და გაანადგურეს ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე და სამი უპილოტო საფრენი აპარატი ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ უწყებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება