WSJ - ნატო, დონალდ ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტების ფონზე, უკრაინას სამხედრო დახმარების შესანარჩუნებლად გზებს ეძებს

ნატო ამზადებს რიგ ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შენარჩუნებას და გაძლიერებას ევროპის მემარჯვენე ძალების მზარდი მხარდაჭერისა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არჩევნებში შესაძლო გამარჯვების ფონზე, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი აშშ-სა და ალიანსის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ზომები, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტზე გამოცხადდება, მოიცავს კიევში მაღალი რანგის სამოქალაქო თანამდებობის გაგზავნას და სამხედრო დახმარების და უკრაინის ჯარების წვრთნის კოორდინაციისთვის გერმანიაში ახალი სარდლობის შექმნას.

The Wall Street Journal-ი წერს, რომ ეს ზომები მიზნად ისახავს უკრაინის საბოლოოდ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერას.

ოპერაცია, სახელწოდებით „ნატო - უსაფრთხოების სფეროში დახმარება და წვრთნა უკრაინისთვის“ 700-მდე ამერიკელი და ალიანსის სხვა წევრი ქვეყნების ჯარისკაცით დაკომპლექტება.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ახალი ინიციატივა თვეების განმავლობაში მუშავდებოდა, მაგრამ ის ახალ აქტუალობას იძენს ტრამპთან სატელევიზიო დებატების დროს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სუსტი წარმოდგენის და აშშ-ის მიერ უკრაინაში დახარჯული თანხის რაოდენობასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმული პრეტენზიების შემდეგ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს