თინა ბოკუჩავა - მივესალმებით რეზოლუციაში ცვლილებების დამატებას, რომლებიც გმობს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას - ამ კანონის მიღება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დაზიანების მცდელობაა

მივესალმებით რეზოლუციაში ცვლილებების დამატებას, რომლებიც გმობს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას - ამ კანონის მიღება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დაზიანების მცდელობაა, ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის გვერდით იდგეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მავნე რუსული გავლენის წყარო საქართველოში მომდინარეობს არა მხოლოდ გარედან, არამედ ასევე ავტორიტარული, ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური მთავრობიდან.

„უნდა ვაღიაროთ, რომ მავნე რუსული გავლენის წყარო საქართველოში მომდინარეობს არა მხოლოდ გარედან, არამედ ასევე ავტორიტარული, ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური მთავრობიდან, რუსეთში გამდიდრებული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. რუსული კანონის მიღება, რომელსაც თან ახლდა უმძიმესი ძალადობა ოპოზიციონერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, საქართველოს მთავრობის მიერ ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია.

ჩვენ მივესალმებით რეზოლუციაში ცვლილებების დამატებას, რომლებიც გმობს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას. ამ კანონის მიღება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დაზიანების მცდელობაა, ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის გვერდით იდგეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შეიტანეს რამდენიმე ცვლილება, რომლითაც დაგმეს „რუსული კანონის“ მიღება და ის ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება დგამს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის წინააღმდეგ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის