ირაკლი ფავლენიშვილი - ბლინკენის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჩააწყობს და გადატვირთავს იმ პოლიტიკას და იმ მიდგომას, რომელიც ცივილიზებულ სამყაროსა და აშშ-ს მისი გუნდის მიმართ აქვს

ბლინკენის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჩააწყობს და გადატვირთავს იმ პოლიტიკას და იმ მიდგომას, რომელიც ცივილიზებულ სამყაროსა და აშშ-ს მისი გუნდის [„ქართული ოცნების“] მიმართ აქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, აშშ სანქცირების კუთხით კიდევ უფრო თანმიმდევრული იქნება და სანქცირების პროცესი ივანიშვილის ხელისუფლების კიდევ უფრო მეტ შრეს შეეხება, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ენტონი ბლინკენის განცხადებას, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და მაღალი თანამდებობის პირების სანქცირებაზე საუბრობს.

მისი თქმით, თითოეული ადამიანი, რომლებიც ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, საგარეო კურსის ცვლილებასა და დესტაბილიზაციაში არიან ჩართულნი, აუცილებლად სანქცირებულები იქნებიან.

„ბატონი ბლინკენის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნათელს ფენს იმ ფაქტს, რომ ვერანაირად ვერ ჩააწყობს და გადატვირთავს ივანიშვილი იმ პოლიტიკას და იმ მიდგომას, რომელიც მისი გუნდის მიმართ, ცივილიზებულ სამყაროს და აშშ-ს აქვს. ეს პოლიტიკა ეროვნული ინტერესების ღალატს, საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას და კონკრეტულ დანაშაულებს ეფუძნება, რომელიც ივანიშვილმა და მისმა ბანდამ ჩაიდინა. ამიტომ აშშ, რა თქმა უნდა, სანქცირების კუთხით კიდევ უფრო თანმიმდევრული იქნება და ივანიშვილის ხელისუფლების სანქცირების პროცესი, კიდევ უფრო მეტ შრეს შეეხება.

რაც შეეხება ძალოვნების სანქცირებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებში იყვნენ ჩართულები - ძირს უთხრიდნენ დემოკრატიას, არღვევდნენ ადამიანის უფლებებს დასანქცირდნენ. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მათი პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგებოდა, რადგან ცივილიზებული სამყარო სხვანაირად არ მოიქცეოდა, როდესაც პოლიტიკური კურსი გაცხადებულია. ყველა ადამიანი, რომლებიც ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, საგარეო კურსის ცვლილებასა და დესტაბილიზაციაში არიან ჩართულნი, იქნება სანქცირებული და კეთროვანი ცივილიზებული სამყაროსთვის. ამიტომ მათთან მიმართებაში, აუცილებლად დადგება კონკრეტული პასუხისმგებლობები,“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ბრუკინგის ინსტიტუტში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას გამოეხმაურა.

„ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ არა მხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება მის შესახებ, განსაკუთრებით მისი მიღების შესახებ, არამედ ამ შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ. ვფიქრობ, მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა