ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაინიცირდება, ხოლო ივლისის მეორე ნახევარში პირველი მოსმენით, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და მიიღებენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაინიცირდება, ხოლო ივლისის მეორე ნახევარში პირველი მოსმენით, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და მიიღებენ.

ქადაგიშვილის თქმით, ამნისტიის პროექტს პარლამენტს მთავრობა წარუდგენს.

"პირველ რიგში, თავად ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა მრავალგზის მოწოდება იმის თაობაზე, რომ გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის ამნისტია გამოცხადებულიყო. ინიციატივა სწორედ ამას ეხმიანება. პრემიერმა მოუწოდა კიდეც ოპოზიციას ჩართულობისკენ, როცა პროექტი პარლამენტში შემოვა.

რაც კი რამ კარგი ხდება, ოპოზიციისთვის ყველაფერი საარჩევნოა", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, ამნისტია გავრცელდება თუ არა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებზე, რომლითაც სასჯელს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რომელ კონკრეტულ მუხლებს შეეხება ამნისტიის აქტი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა