ნიდერლანდების ახალმა მთავრობამ ფიცი დადო

დღეს, ჰააგაში, ნიდერლანდების ახალმა მთავრობამ ნიდერლანდების მეფის, ვილემ-ალექსანდერის წინაშე ფიცი დადო.

ნიდერლანდების მემარჯვენე მთავრობას დიკ სხოოფი უხელმძღვანელებს, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მარკ რუტე შეცვალა.

67 წლის დიკ სხოოფი წარსულში ნიდერლანდების სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობდა და იუსტიციის სამინისტროში მაღალ თანამდებობას იკავებდა.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა კასპარ ველდკამპმა დაიკავა, ხოლო თავდაცვის მინისტრი რუბენ ბრეკელმანსი გახდა.

მოსალოდნელია, რომ სხოოფი და მისი გუნდი მთავრობის დეტალურ გეგმებს სექტემბრისთვის წარადგენენ.

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV) გაიმარჯვა. თავად ვილდერსმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებაზე უარი თქვა და სამ სხვა კონსერვატიულ პარტიასთან მოლაპარაკებების შედეგად კოალიციური მთავრობა დამოუკიდებელ კანდიდატზე, დიკ სხოოფზე შეჯერდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს