საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა ქვიშის ფეხბურთში ზაფხულის უნივერსიადის ოქროს თასი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა, სტუდენტების - ნიკა ხარჩილავას, ბექა ხაბულიანის, ზუკა ქარიაულის, გიგა უშვერიძის, გიორგი ლიპარტელიანის, დავით ყიფიანის, ლაშა კაკაჩიას და რატი კელაპტრიშვილის შემადგენლობით, ქვიშის ფეხბურთში „ზაფხულის უნივერსიადა 2024“-ის ოქროს თასი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, „ზაფხულის უნივერსიადა 2024“-ის ფარგლებში, ქვიშის ფეხბურთის ტურნირში, რომელიც ქობულეთში მიმდინარეობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა ნახევარფინალურ შეხვედრაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა, ხოლო ფინალში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) გუნდს სძლია, შესაბამისად, ქვიშის ფეხბურთის სახეობაში გამარჯვებული და ოქროს თასის მფლობელი გახდა.

რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, ფეხბურთის საუნივერსიტეტო გუნდს და მწვრთნელებს - ლაშა ცნობილაძესა და გიორგი ხუროშვილს ზაფხულის უნივერსიადის ოქროს თასის მოპოვებას ულოცავს და სტუდენტებს სპორტსა და სწავლაში წარმატებებს უსურვებს.

რექტორის განცხადებით, სასიხარულოა, როდესაც სტუდენტები წარმატებით აგრძელებენ საუნივერსიტეტო სპორტულ ტრადიციებს და სხვადასხვა ტურნირებში ღირსეული ასპარეზობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ახალი გამარჯვება მოაქვთ.

როგორც სტუ-ის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ იოსელიანი ამბობს, „ზაფხულის უნივერსიადა 2024“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფეხბურთელთა გუნდის წარმატებული ასპარეზობით დასრულდა. ის გამარჯვებას ულოცავს საუნივერსიტეტო გუნდს და აღნიშნავს, რომ სტუ-ის ფეხბურთელებმა წლევანდელი უნივერსიადის ფარგლებში გამართულ ფუტსალის ტურნირშიც წარმატება მოიპოვეს, რეიტინგი გაიუმჯობესეს და საუნივერსიტეტო ლიგა I-დან უმაღლეს ლიგაში გადაინაცვლეს. არჩილ იოსელიანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფეხბურთის სტუდენტური გუნდი კვლავინდებურად აქტიურად გააგრძელებს წვრთნას მორიგი წარმატებების მოსაპოვებლად.

სტუ-ის ინფორმაციით, „ზაფხულის უნივერსიადა 2024“ საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების მიზანი საუნივერსიტეტო სპორტში ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა