„ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ დირექტორი -2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი იგეგმება - ტექინსპექტირების საფასური თუ არ გადაიხედება, საუბარია 30 ლარით გაძვირებაზე, ცენტრებს ძალიან გაუჭირდებათ ფუნქციონირება

2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი იგეგმება, რომელსაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს, - ამის შესახებ „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ დირექტორმა, გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ტექინსპექტირების საფასური თუ არ გადაიხედება, საუბარია 30 ლარით გაძვირებაზე, ცენტრებს ძალიან გაუჭირდებათ ფუნქციონირება.

ასევე, „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ დირექტორი აცხადებს, რომ ცენტრებს მაღალი კომპეტენციის პერსონალის შენარჩუნება უჭირთ და სამსახურიდან თანამშრომლების გადინების მაღალი პროცენტულობა ნარჩუნდება.

„2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი იგეგმება, რომელსაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს. მონიტორინგი როგორც ვიდეოკამერების საშუალებით, ისე სპეციალური ჯგუფების მეშვეობით მონიტორინგს ითვალისწინებს. ასევე განსაზღვრული იქნება საჯარიმო სანქციები:

თუ ტექინსპექტირების ცენტრი ავტომობილს არ დაახარვეზებს - სახიფათო ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ცენტრი 5000 ლარით დაჯარიმდება.

ავტომობილს, რომელსაც რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი აქვს და ცენტრი მას არ დაახარვეზებს, ჯარიმა 2000 ლარი იქნება.

ავტომობილს, რომელსაც უმნიშვნელო ხარვეზი ექნება და ტექინსპექტირების ცენტრი მას არ დაახარვეზებს, ჯარიმა 500 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

ეს ყველაფერი იქითკენ არის მიმართული, რომ ასეთი ფაქტები გამოირიცხოს. მსგავსი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხისთვის, რომ ტექინსპექტირების ცენტრებში, კომპეტენტური პირები იყვნენ დასაქმებულები.

5 წელია, რაც ტექინსპექტირების რეფორმა დაიწყო. უკვე საფასურის გადახედვის საჭიროება დადგა. ტექინსპექტირების ცენტრებიდან გადინების პროცენტი მაღალია. პერსონალის გადინება შარშან, დაახლოებით, 57-59 % იყო, რაც კატასტროფულად მაღალია.

ტექინსპექტირების ცენტრებს უჭირთ კადრების მოზიდვა, იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც მათ დღეს გააჩნიათ. ტექინსპექტირების საფასური თუ არ იქნება გადახედილი, ჩვენ საუბარი გვაქვს 30 ლარით გაძვირებაზე, ცენტრებს ამ რეალობაში ძალიან გაუჭირდებათ ფუნქციონირება, მით უმეტეს, გამკაცრებული მონიტორინგის ფარგლებში.

კომპეტენტური პერსონალის ყოლა უფრო კრიტიკული ხდება. აქედან გამომდინარე, საჭიროება დგას, რომ პირველადი ტექინსპექტირების საფასური გადაიხედოს, რათა ცენტრებმა კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნება მოახერხონ და კომპანიიდან მათი გადინება არ მოხდეს.

ვფიქრობ, 2025 წლიდან აღნიშნული საკითხი აქტუალური იქნება და ეკონომიკის სამინისტროსთან დადებითი შეთანხმების იმედი გვაქვს. ჩვენ მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას, თუ რატომ დადგა ამ რეფორმის განხორციელების აუცილებლობა“, - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია