ირაკლი კობახიძე - ჩვენ ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს

ჩვენ ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე მივიდა.

პრემიერის განცხადებით, ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს წარმოუდგენელი სიხარული აჩუქა.

„წარმოუდგენელი სიხარული გვაჩუქეს ამ თვეების განმავლობაში. ჯერ იყო წარმოუდგენელი მოლოდინი და შემდეგ ამ მოლოდინის წარმოუდგენელი გამართლება და კიდევ ერთხელ მადლობა. ეს მადლობა ეკუთვნის თითოეულ ფეხბურთელს, მთელ ჩვენს ნაკრებს. სექტემბერში „ერთა ლიგა“ იწყება შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი და ახალი ოცნებებიც უნდა ავიხდინოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია