ირაკლი კობახიძე -  ქართული ფეხბურთის მიმართ მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება - ეს არ არის დასასრული, ეს მხოლოდ დასაწყისია

ღირსეულ ბიჭებს გადაეცათ ღირსების ორდენები, ვულოცავ თითოეულ მათგანს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრების დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართული ფეხბურთის მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება და 2 წელიწადში სუპერთანამედროვე სტადიონი აშენდება.

„მხარდაჭერა ქართული ფეხბურთის მიმართ აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახალი, სასწაული მატჩები, სავსე ტრიბუნებით. რამდენიმე წელიწადში, ორიოდე წელიწადში, ეს ბიჭები ითამაშებენ ახალ, სუპერთანამედროვე სტადიონზე“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის გამოსვლას თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ზოგიერთი გულშემატკივრის მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დილით დაბრუნდა.

22:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს