თბილისში ღონისძიება - „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“  გაიმართა

თავისუფლების მოედანზე ღონისძიება - „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ დასრულდა.

თავისუფლების მოედანზე საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ ფეხბურთელებისთვის ერთად ეთქვათ მადლობა იმ წარმატებისთვის, რასაც ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია.

სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული იყო სცენა, საიდანაც ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. მანამდე, საფეხბურთო ნაკრების წევრმა ნიკა კვეკვესკირმა თითოეული ფეხბურთელი წარადგინა და მათ მიღწევებს გაუსვა ხაზი.

მანამდე ნაკრების ფეხბურთელებმა მსვლელობა გამართეს. ისინი თავისუფლების მოედანზე ღია ავტობუსით ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირის გავლით მივიდნენ.

სახალხო ზეიმს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტიც. მან ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წევრებს ღირსების ორდენები გადასცა და საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა.

თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელმაც ნაკრების თითოეულ წევრს მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში