„m&i Tbilisi  2024“ ფორუმის მონაწილეები თბილისის ტურისტულ ადგილებს გაეცნენ

თბილისში მიმდინარე საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მონაწილეებისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინფო ტური გამართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპიდან პოტენციური დამკვეთი, სერვისის მიმწოდებელი კომპანიის და ბიზნეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის ისტორიულ უბნებს გაეცნენ.

m&i Tbilisi 2024“ ფორუმის მონაწილეები თბილისის კულტურას, არქიტექტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნენ.

“საქართველოში პირველად ვარ, ვმონაწილეობ m&i ფორუმში, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა სასტუმროებისთვის, მომწოდებლებისთვის და სააგენტოებისთვის გაიცნონ ქვეყანა და აღმოაჩინონ საქართველოს პოტენციალი. ეს არის უნიკალური ქვეყანა უამრავი შესაძლებლობებით, რომელსაც შეუძლია საქმიანი ტურიზმის მიმართულებით განსხვავებული პროდუქციის შეთავაზება, ჩვენ დღეს თბილისი დავათვალიერეთ და ძალიან მომეწონა“,-აცხადებს იან ვიტკოფი ფორუმის მონაწილე დიდი ბრიტანეთიდან.

„საქართველოში პირველად ჩამოვედი და ძალიან მომეწონა თქვენი კულტურა, დედაქალაქი. ძალიან დასაფასებელია ის სამუშაოები რაც ჩატარდა m&i ფორუმისთვის. გუშინ საშუალება მქონდა დამოუკიდებლად დამეთვალიერებინა თბილისი, დღეს ჯგუფთან ერთად. ვფიქრობ საქართველო ძალიან კარგი ტურისტული მიმართულებაა, რომელსაც დიდი შესაძლებლობები აქვს“,-აცხადებს ჯიოვანა ტოსეტო ფორუმის მონაწილე იტალიიდან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ფორუმი 4 ივლისის ჩათვლით ტარდება.

„ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან: ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

ფორუმის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ინფრასტრუქტურას, დაათვალიერონ ტურისტული ადგილები, შეხვდნენ ადგილობრივი ტურისტული სექტორის, წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს და მათთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ შემდგომში საქართველოში ღონისძიებების დაკვეთისა და გამართვის პერსპექტივით.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i Forum-ის მიერ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში. ფორუმები, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, გამორჩეულად მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები ესწრებიან.

ფორუმის მონაწილე დამკვეთები სამიზნე ბაზრებზე არსებულ მსხვილ კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ღონისძიებების დამკვეთ კლიენტებთან, შემდგომში მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისთვის სხვადასხვა ქვეყნისა თუ დანიშნულების ადგილის შეთავაზების მიზნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით