გურამ მაჭარაშვილი - ამერიკის  მხარემ ისეთი რეზოლუციის პროექტი შეიტანა, რომელსაც კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამაც“ კი არ დაუჭირა მხარი - გვეუბნებიან, რომ პარტნიორული ურთიერთობა უნდათ და ამ დროს რუსეთის საქმეს აკეთებენ ამ რეზოლუციის მიღებით

ეს არის ზუსტად „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო” - ამერიკიდან გვეუბნებიან, რომ პარტნიორული ურთიერთობა უნდათ და ამ დროს რუსეთის საქმეს აკეთებენ ამ რეზოლუციის მიღებით - ცალკე წერია აფხაზეთი და ცალკე სამაჩაბლო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის მხარემ ისეთი რეზოლუციის პროექტი შეიტანა, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამაც” არ დაუჭირა მხარი.

მაჭარაშვილის განმარტებით, ასეთი ტიპის რეზოლუციები მათი მხრიდან ყოველთვის დაგმობილი იქნება.

„სამწუხაროდ, სწორედ ამ რეზოლუციაში ასეთი ტიპის ცვლილებით გამოჩნდა ვინ აკეთებს რუსეთის საქმეს და ვინ ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს. ჩვენ ქართულ კანონებს ვიღებთ, ქართულ ინტერესებს ვიცავთ. გვეუბნებიან, რომ რუსეთთან ურთიერთობაში პრაგმატულები ვართ, ამ დროს, სამწუხაროდ, რეზოლუციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამერიკის მხარემ ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელიც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. აქ ცალკე წერია აფხაზეთი და ცალკე სამაჩაბლო. ასევე, წერია რომ თურმე რუსეთი ყოფილა დაინტერესებული ამ მოლაპარაკებების მოგვარებით და მარტო რუსეთი ვერაფერს გააკეთებს. წარმოიდგინეთ, ამერიკის მხარემ შეიტანა ეს ცვლილება, რომელიც ჩვენ მეგობრობას გვიმტკიცებს და გვეუბნება, რომ დეოკუპაციის პროცესში გვეხმარება და გვსაყვედურობს, რომ რუსეთთან არ გვქონდეს რაიმე პრაგმატული პოლიტიკა და გვქონდეს სამხედრო კონფლიქტი. ეს არის რეალობა, რომელიც საზოგადოებას აუცილებლად უნდა ავუხსნათ.

თან ამერიკის მხარემ ისეთი რეზოლუციის პროექტი შეიტანა, რომელსაც კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამაც” კი არ დაუჭირა მხარი, რომელიც ღიად ებრძვის საკუთარ ქვეყანას. მაგრამ ეს მოღალატეობრივი რეზოლუცია იმდენად ღია იყო, რომ თვითონ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს მხარი. ეს არის ზუსტად “ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო”. ამერიკიდან გვეუბნებიან, რომ პარტნიორული ურთიერთობა უნდათ, რისთვისაც ყოველთვის მზად ვართ, და ამ დროს რუსეთის საქმეს აკეთებენ ამ რეზოლუციის მიღებით. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც არ ვეთანხმებით.

ასეთი ტიპის რეზოლუციები ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება დაგმობილი, მაგრამ ეს ფაქტი ზუსტად იმას ადასტურებს, რომ ჩვენ ვიყავით და ვართ მართლები, როდესაც იმ უცხოურ ძალაზე ვსაუბრობთ, რომელიც ებრძვის საქართველოს და მის სუვერენიტეტს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნავს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია, შესწორებები მიკერძოებულია და სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.

პარტიის ცნობით, რეზოლუციაში სახელწოდებით: „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“, კონკრეტული ფორმულირების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ეუთო-სა და აშშ-ის გაცხადებულ პოლიტიკას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში