თინა ბოკუჩავა - ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას - მოვუწოდებ ეუთოს ასამბლეას, მხარდაჭერა გამოუცხადონ თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს

მოვუწოდებ კომიტეტის წევრებს და ზოგადად ასამბლეას, სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გადაწყვეტს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას ცდილობს.

„კრიტიკული ხმების ჩაგვრა ან განეიტრალება არის ის, რითაც ძლიერდებიან ავტორიტარები და ცდილობენ შეინარჩუნონ ძალაუფლება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. სწორედ ამ ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას. თუმცა ეს სახიფათო ცვლილება შეიძლება ოქტომბრის საკვანძო არჩევნებით შეიცვალოს და ამ კომიტეტის წევრებს და ზოგადად ასამბლეას მოვუწოდებ, სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გადაწყვეტს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციითვე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასევე სიტყვით გამოვიდა სენატორ უოკერი, რომელმაც განაცხადა, რომ „საქართველოს მმართველი პარტია ღიად უპირისპირდება ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ არჩევანს“.

„ძალაუფლების შენარჩუნების სურვილითაა ნაკარნახევი თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება და რაც მთავარია, „უცხოელი აგენტების შესახებ“ რუსული სტილის კანონის მიღება, საქართველოს ყველაზე სანდო პარტნიორებზე თავდასხმებთან ერთად. ამ ორგანიზაციამ მსგავსი ქმედებები ერთხმად უნდა დაგმოს“, - განაცხადა სენატორმა, რომლის თარგმანსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს