საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის მიზნით პროფესიული უნარების სააგენტოსთან შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, BAG-ის წევრ კომპანიებთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ირინე მარგიშვილი.

სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ბიზნესის წარმომადგენლებს სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური, თუ ტექნიკური საშუალებების სხვადასხვა შესაძლო ფორმატი გაუზიარა, რომელიც კვალიფიციური კადრების უკეთ მომზადებას უზრუნველყოფს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა ბიზნეს სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტზე და BAG ინდექსის მონაცემებზე დაყრდნობით ისაუბრა იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც კვლევაში იკვეთება.

„შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსის მკვეთრი დეფიციტი არის ერთ-ერთი მწვავე საკითხი, რომელიც ბიზნეს სექტორში ფიქსირდება, რასაც ცხადყოფს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევა BAG ინდექსი. მზად ვართ, ჩავერთოთ ყველა შესაძლო ინიციატივაში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, რადგან ეს არის ის საკითხი, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ბიზნეს სექტორისთვის“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია