GITA-ს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკი „Smart Stay ჰაკათონს“ უმასპინძლებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, მისვე ორგანიზებით, 27-28 ივლისს, თელავის ტექნოპარკში, ,,Smart Stay ჰაკათონი" ჩატარდება.

მათივე ცნობით, ჰაკათონის (ინოვაციური პროექტების კონკურსი) მიზანია სტუმარმასპინძლობის სექტორში, კერძოდ სასტუმროებში არსებული პრობლემების/გამოწვევების ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური გზით გადაჭრა და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა.

„ჰაკათონი განკუთვნილია 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია სტუმარმასპინძლობის და სასტუმროს სექტორებით, აღნიშნულ სფეროებში არსებული კომპანიების წარმომადგენლებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, ასევე პროტოტიპირებით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინით, ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის. მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად (2-4 წევრიანი გუნდები). პროექტში უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება: თბილისი-თელავი/თელავი-თბილისი.

პროექტის მონაწილეები, ტექნოპარკის სივრცეში, 36 საათის განმავლობაში, კვალიფიციური მენტორების დახმარებითა და ფაბლაბში (ინოვაციური მეწარმეობის ლაბორატორია) არსებული რესურსების გამოყენებით, შექმნიან ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპ იდეის პროტოტიპებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პროექტის მსვლელობისას ისარგებლონ თელავის ტექნოპარკის სივრცით დღისა და ღამის განმავლობაში. მეორე დღეს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა 10 000 ლარის ოდენობის გრანტი პროტოტიპის განვითარების მიზნით.

ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციური ბიზნეს იდეების მქონე ადამიანებთან და მათ შორის საქმიანი ურთიერთობის სტიმულირებას. პარტნიორი კომპანიები გამოავლენენ საკუთარ რჩეულებს და გადასცემენ სპეციალურ პრიზებს, რომელთაც ასევე მიეცემათ მათთან თანამშრომლობის და პროდუქტის ტესტირების შესაძლებლობა. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/aej7P. პროექტის განმახორციელებელია Tbilisi School of Communication“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს