თინა ბოკუჩავა - როგორც ზურაბ ჟვანიამ განაცხადა ცნობილი სიტყვები, „ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე ვართ ევროპელები“, ვერც რუსეთი და ვერც მის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ამჟამინდელი მმართველი ამას ვერ შეცვლის

როგორც ზურაბ ჟვანიამ განაცხადა ცნობილი სიტყვები, „ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე, ვართ ევროპელები“ და ვერც რუსეთი და ვერც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ამჟამინდელი მმართველი ამას ვერ შეცვლის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მადლობელია ასამბლეის და კერძოდ, აშშ-ის დელეგაციის რეზოლუციებში ცვლილებების შეტანისთვის, რომლებიც „ცალსახად ადასტურებენ ამ ასამბლეის ვალდებულებას, დაიცვას ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანი“.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე არაერთხელ ვისაუბრე გაუარესებულ ვითარებაზე საქართველოში, სადაც ავტორიტარულმა მთავრობამ, რომელსაც რუსი წარმოშობის მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები მიიტაცა. კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოელი აგენტების კანონი“ ივანიშვილის მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და თავისუფალ მედიაში კრიტიკული ხმების გაჩუმების მცდელობის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

გრძელდება მთავარი ოპოზიციური ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ნიშნით პატიმრობა, ოლიგარქი ივანიშვილი ორგანიზებული მასობრივი ძალადობისა და დაშინების გზით ცდილობს, ჩაახშოს განსხვავებული აზრი ოქტომბრის საკვანძო საპარლამენტო არჩევნების წინ და ქართველებს ჩამოართვას რეალურ არჩევანი. მაგრამ ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა გამძლეობა და მონდომება ჩვენი ევროატლანტიკური მომავლის დასაცავად. დაუღალავი ახალგაზრდების ხელმძღვანელობით, ქართველები უპრეცედენტო რაოდენობით გამოვიდნენ თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში, ხელისუფლების ძალადობრივი დარბევის მიუხედავად.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ჟვანიამ განაცხადა ცნობილი სიტყვები, „ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე ვართ ევროპელები“ და ვერც რუსეთი და ვერც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ამჟამინდელი მმართველი ამას ვერ შეცვლის.

მე მადლობელი ვარ ამ ასამბლეის და, კერძოდ, შეერთებული შტატების დელეგაციის, რეზოლუციებში ცვლილებების შეტანისთვის, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ ამ ასამბლეის ვალდებულებას დაიცვას ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანი.

გარდა იმ ინდივიდუალური სანქციებისა, მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, რომლებიც ამოქმედდება და განიხილება წევრი ქვეყნების მიერ, ჩვენი კოლექტიური მოქმედებით უაღრესად მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ ძლიერი სადამკვირვებლო მისიის მივლინება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მადლობელი ვარ ამ ასამბლეის მიერ ამ არჩევნების საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტად აღიარებისთვის და მისი მზადყოფნისთვის, სრულად განახორციელოს თავისი მანდატი, რათა დაიცვას ქართველი ხალხის ნება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო