ილია დარჩიაშვილი - საქართველოსა და სომხეთს განსაკუთრებული მეგობრობა და კეთილმეზობლობა აკავშირებთ, რომელიც საუკუნეებს ითვლის - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი ვიზიტიც ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენს ურთიერთობებში

საქართველოსა და სომხეთს განსაკუთრებული მეგობრობა და კეთილმეზობლობა აკავშირებთ, რომელიც საუკუნეებს ითვლის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დღევანდელი ვიზიტიც ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენს ურთიერთობებში - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სომხეთს განსაკუთრებული მეგობრობა და კეთილმეზობლობა აკავშირებთ, რომელიც საუკუნეებს ითვლის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დღევანდელი ვიზიტიც ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენს ურთიერთობებში. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. ამ ახალმა ეტაპმა გარდამტეხი ასახვა ჰპოვა ჩვენს მრავალმხრივ თანამშრომლობაზე. დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადე გაერო-ს რეზოლუციის ისტორიული მხარდაჭერისთვის, რომელიც ადასტურებს იძულებით გადაადგილებული ყველა პირისა და ლტოლვილის დაბრუნების უფლებას აფხაზეთსა და ცხინვალში, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ინტენსიურ, მრავალგანზომილებიან თანამშრომლობაზე. სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია, ხოლო ტურიზმის მიმართულებით პირველ სამეულში. განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებები და დარწმუნებული ვარ, ჩვენს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რომელსაც სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში.

თქვენი ვიზიტი დაემთხვა საქართველოსთვის ძალიან საამაყო დღეებს. ჩვენმა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგებს მიაღწია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ ჩვენი სომეხი ძმები, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას. ცოტა ხნის წინ საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციებმა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი წარადგინეს. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ქვეყნები ამ ტურნირს წარმატებით ჩავატარებთ და ჩვენს გუნდებსაც შესაბამისი შედეგები ექნებათ“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა