ილია დარჩიაშვილი - მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ ისტორიულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ

მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი გზით მიღწეულ ისტორიულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ერებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა იძლევა მყარ საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა.

„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. მზად ვართ ჩვენი მეზობლების საჭიროებისა და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობისა და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, წვლილის შეტანა გავაგრძელოთ. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი გზით მიღწეულ ისტორიულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა მინისტრთან მიმდინარე მოვლენებზე გვესაუბრა. ვისაუბრეთ სხვადასხვა გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს. მიმდინარე ოკუპაციაზე და იმ სირთულეებზე, რომელიც ამ პროცესიდან მომდინარეობს. ასევე ვისაუბრეთ მომავალ პერსპექტივებზე, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რომელიც ასევე საინტერესო აღმოჩნდა ჩემი კოლეგისთვის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ სანდო პარტნიორობისა და ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის. ჩვენს ერებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაძლევს მყარ საფუძველს, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა