პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს, საქართველოს, გუნდის წარმატება თვითონ მიიწეროს - კარგია, თუ 50 000 კაცში 48 000 ოპოზიციონერი იყო და უსტვენდა, ეს ძალიან კარგია, ე.ი. „ქართული ოცნება“ დასრულებულა

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განაცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველოს, ხალხის, გუნდის წარმატება თვითონ მიიწეროს.

მისივე შეფასებით, გამარჯვება ხალხს ეკუთვნის და არა რომელიმე პარტიას.

„ბიჭებმა ძალიან ბევრი იშრომეს, იბრძოლეს და 16 საუკეთესო გუნდს შორის ევროპაში მოხვდნენ. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და მადლობა ბიჭებს ამისთვის. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველოს, ხალხის, გუნდის წარმატება თვითონ მიიწეროს. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ბიჭების გამარჯვებაზე ექსკლუზივი ჰქონდეს, რაც არ გამოდის. ნახეს, პირველ ჯერზე კობახიძეს „დაუსტვინეს“, იგივე განმეორდა - ჭკუა ვერ ისწავლა. მე ხალხის რეაქციაც მესმის, იმიტომ, რომ გამარჯვება ხალხს ეკუთვნის და არა რომელიმე პარტიას. კარგია, თუ 50 000 კაცში 48 000 ოპოზიციონერი იყო და უსტვენდა. ეს ძალიან კარგია, ე.ი. „ქართული ოცნება“ დასრულებულა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გარდა ამისა, მანჯგალაძე გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პროცესი „ქართული ოცნების“ პირობებში არის ფორმალობა.

„სინამდვილეში, გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს, დანარჩენი უბრალოდ, მარიონეტის როლს ასრულებს. ბიძინა ივანიშვილი აწევს ხელს, მარიონეტიც ხელს აწევს, ბიძინა ივანიშვილი დაწევს ხელს, მარიონეტიც ხელს დაწევს. ეს არის ფარსი პროცესი. მგონია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ არჩევნებზე, რომ რეჟიმი, რომელიც საქართველოს ევროპის გზაზე ეღობება, რაც შეიძლება მალე შევცვალოთ“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია