რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე თეატრი „ჰიგია“ უკვე მეორედ წარსდგა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული თეატრი „ჰიგია“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე უკვე მეორედ წარსდგა მაყურებელის წინაშე.

2024 წლის 1 ივნისს თსსუ-ის თეატრალურმა დასმა წარადგინა სპექტაკლი ,,ოსვენციმი“, რომელიც ისტორიულ ფაქტებს ეფუძნება და მოგვითხრობს მეოცე საუკუნის ყველაზე ტრაგიკულ და უმძიმეს მოვლენებზე, რომელსაც ნაცისტური რეჟიმი და ჰოლოკოსტი წარმოადგენდა.

სპექტაკლის სიუჟეტური ხაზი ვითარდება მსოფლიოს ყველაზე სასტიკ და დიდ საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმში, რომელიც ინახავს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულთა ყველაზე მძიმე ფურცლებს. პიესაში გადმოცემულია ადამიანების ყოფა ტყვეობაში, მათი ყოველდღიურობა, რომელიც გაჯერებულია გადარჩენისთვის ყოველწუთიერი ბრძოლით. მსახიობები დიდი პროფესიონალიზმით გადმოსცემდნენ საკონცენტრაციო ბანაკში მყოფ ადამიანთა ტრაგიკულ ბედს, მათ ფიქრებს, განცდებს, სევდას, წუხილს, უიმედობას და ამავდროულად მათ სულებში ჯერ კიდევ არ ჩამქრალ იმედის ნაპერწკალს, რომელიც მიუხედავად მძიმე რეალობისა, მაინც ატანდა დატყვევებულ ადამიანთა სულებში.

თსსუ-ის სტუდენტმა-მსახიობებმა: გიორგი სანიკიძემ, გიორგი ბრეგაძემ, ტატო ზუმბაძემ, ოთო მაგრაქველიძემ, თემურ ჩხეიძემ, მოლინა იოსელიანმა, ნატა სურმავამ, ნინო ლოსაბერიძემ, ანა ბუქურიძემ, ფეფე გოგნაძემ, დუდუ მოდებაძემ, ანანო სიდამონიძემ, ბახვა გელაშვილმა, ხვიჩა სებუამ, ვახო კიკნაძემ, საბა ილურიძემ, გური მელაძემ, ლუკა ილურიძემ, საბა გველესიანმა, მარიამ ახალაიამ, მარიამ ფანცულაიამ, ინა ნიქაბაძემ, ელენე უჯმაჯურიძემ, კატო ჭანჭალეიშვილმა, სალი ხუტაშვილმა, თათა პაპაშვილმა, მარიამ დემურიამ, ანანო ბიბილაშვილმა, სალი საგინაშვილმა, ნატა გოროზიამ, თეკლა ხუჯაძემ, მარიამ კვანტალიანმა, ნია ყალიჩავამ, ქეთო ქადაგიშვილმა, სალომე მიქაძემ და მარიამ ჭონქაძემ მაღალი პროფესიონალიზმით დაიპყრეს რუსთაველის თეატრის სცენა და ნამდვილი თეატრალური ზეიმი მოაწყვეს. ყველა პერსონაჟი თავისებურად საინტერესო და განსხვავებულ სახეს ქმნიდა - ასე შეიძლება შეფასდეს მოყვარულ მსახიობთა მიერ შესრულებულ როლები.

სპექტაკლის რეჟისორი, თსსუ-ის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თეატრის „ჰიგია“ დამაარსებელი, ნათია გუჯაბიძე გახლდათ. მისი თქმით, სპექტაკლი ეხმაურება დღევანდელ დღესაც, რადგან ომის თემატიკა სამწუხაროდ ჯერ კიდევ აქტუალურია. ნათია გუჯაბიძემ აღნიშნა, რომ მთავარი გზავნილი, რომელიც მას სურდა მაყურებლისთვის ამ სპექტაკლით მიეტანა, არის თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების იდეა, რომელიც არის საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნების გარანტი.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა