რომან გოცირიძე - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მოიცავს უმძიმეს ნაწილს, რომელიც „ქართული ოცნების“ პრორუსულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ეხება

„ქართული ოცნება“ თავის ტრადიციას არ ღალატობს - ამ პარტიისთვის დამახასიათებელია სიცრუე, ტყუილები და არასწორი ინტერპრეტაცია - არც ერთი მსგავსი შინაარსის სიტყვები არ წერია ამ რეზოლუციაში, რასაც ვითომ „ქართული ოცნება“ აპროტესტებს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუცია მოიცავს “უმძიმესი ნაწილს, რომელიც “ქართული ოცნების” პრორუსულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ეხება.”

“ქართული ოცნება” თავის ტრადიციას არ ღალატობს. ამ პარტიისთვის დამახასიათებელია სიცრუე, ტყუილები და არასწორი ინტერპრეტაცია. ეუთო-ს რეზოლუცია უკვე მიღებულია, გვაქვს ტექსტი, რომელიც მალე გავრცელდება. არც ერთი მსგავსი შინაარსის სიტყვები არ წერია ამ რეზოლუციაში, რასაც ვითომ “ქართული ოცნება” აპროტესტებს. სამაგიეროდ, არის უმძიმესი ნაწილი, რომელიც “ქართული ოცნების” პრორუსულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ეხება. კიდევ ერთხელ დაგმობილია ე.წ რუსული, აგენტების კანონი და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ანტიდასავლური ქმედებები ამ რეზოლუციაში ასახულია მკვეთრად უარყოფითი ფორმით”, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე საუბრისას, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” არ უშვებს შანსს, რომ თავს დაესხას დასავლეთს, ევროკავშირს და აშშ-ს.

“როდესაც რეზოლუცია დგება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, უამრავი პოლიტიკური ჯგუფია, რომლებიც თავიანთ წინადადებას სთავაზობს, მაგრამ რეზოლუციის საბოლოო ვარიანტსა და ტექსტში, რომელიც მიღებულია, არავითარი მსგავსი მოხსენიება ცხინვალის რეგიონის ან აფხაზეთის რაღაც სპეკულაციური კონტექსტით, რომელსაც “ქართული ოცნება” ავრცელებს, არ არის. “ქართული ოცნება” არ უშვებს შანსს, რომ თავს დაესხას დასავლეთს, ევროკავშირს და აშშ-ს. ეგონათ, რომ ამ რეზოლუციაში რაღაც ხელჩასაჭიდი იქნებოდა ისეთი, რომელიც კვლავ თავიანთ პრორუსულ იდეებს გააჟღერებდნენ, მაგრამ “კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ”. სამაგიეროდ, ამ რეზოლუციაში ძალიან მძიმე შეფასებები- “ქართული ოცნების” მმართველობის, მისი ანტიდასავლელი პოლიტიკის, დაგმობილია “რუსული კანონი” და მოუწოდებს, რომ გაიწვიოს ის”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნავს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია, შესწორებები მიკერძოებულია და სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.

პარტიის ცნობით, რეზოლუციაში სახელწოდებით: „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“, კონკრეტული ფორმულირების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ეუთო-სა და აშშ-ის გაცხადებულ პოლიტიკას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება