ნინო წილოსანი - არავინ აპირებს დათვლას 10, 50 თუ 100 ადამიანი იყო, ვინც გუშინ, თავისუფლების მოედანზე, დესტრუქციას ეწეოდა - აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც ეყოთ სითავხედე და სძლიათ ბოროტებამ, რომ ზეიმში ნეგატივი შეეტანათ!

არავინ აპირებს დათვლას 10, 50 თუ 100 ადამიანი იყო, ვინც გუშინ, თავისუფლების მოედანზე, დესტრუქციას ეწეოდა - თვალნათელია, რომ მაშინ, როცა ეროვნული ნაკრებისა და ქვეყნის წარმატებამ მთელი ქვეყანა გააერთიანა, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც ეყოთ სითავხედე და სძლიათ ბოროტებამ, რომ ამ ზეიმში ნეგატივი შეეტანათ! - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გააკეთა.

წილოსანი დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლის დროს სტვენა და უარყოფითი შეძახილები “პარტიული ჯგუფის მიერ ორგანიზებული მავნებლობა იყო“.

წილოსანის თქმით, მას არ მჯერა, რომ “ადამიანებს ასეთი დიდი ზეიმის დროს მავნებლობა გულწრფელად შეიძლება მოუვიდეთ“.

“ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სიხარული და ეროვნული სიამაყე გვაგრძნობინა. ბოლო კვირების განმავლობაში ყველა ვამბობდით, რომ უზომოდ ბედნიერი ვართ. იმ ფონზე, როდესაც დიდი სახალხო ზეიმი გაიმართა და ყველა, პოლიტიკური შეხედულებებისგან განურჩევლად, ეროვნული ნაკრების მიღწევებს ვზეიმობდით, წარმოუდგენელია ის დაორგანიზებული მავნებლობა პოლიტიკური ინტერესების მატარებელი ჯგუფის განხორციელებული არ ყოფილიყო. ფეხბურთელები ამაყი იყვნენ, რომ მათ ხალხი გააერთიანეს და ადამიანებმა მათი გამარჯვებების გამო პოლიტიკური შეხედულებები გვერდზე გადადეს.

ამ ქვეყანაში მოიძებნება ჯგუფი - ძალიან პატარა და მცირე, მაგრამ ძალიან მავნებლური, რომელიც ამ პოლიტიკურ ინტერესებს ზეიმის დროსაც არ ივიწყებს.

ამ ადამიანებს არ ავიწყდებათ, რომ წარმოადგენენ გაერთიანებულ ნაციონალურ კლასტერს - წაგებულსა და დამარცხებულს - რომელთაც ზეიმის დროს მავნებლობის შანსი მიეცათ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

2 ივლისს, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების საზეიმო დახვედრის ღონისძიება გაიმართა. სცენაზე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ასვლას შეკრებილთა ნაწილის მხრიდან სტვენა და უარყოფითი შეძახილები მოჰყვა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის