„m&i Tbilisi 2024“-ის ფორუმის მონაწილეებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიღება გამართა

თბილისში მიმდინარე საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის m&i Tbilisi 2024 მონაწილეები ქართულ კულტურას გაეცნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, დამკვეთები და სერვისის მიმწოდებლები რუსთაველის თეატრში კონცერტს დაესწრნენ.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით საერთაშორისო ფორუმი 4 ივლისის ჩათვლით ტარდება.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან.

ფორუმის მონაწილეები ეცნობიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეხვედრებს მართავენ ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს