ბექა დავითულიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე - "სამხრეთ ოსეთსა" და აფხაზეთთან არც “ე.წ.” დაუწერიათ და არაფერი - ასეთ ტექსტს მხარს ვერ დავუჭერდით, თვითონაც არ უნდა შეედგინათ, ოდნავი კომპეტენცია რომ ჰქონოდათ

იქ [რეზოლუციაში] თუ რუსეთის ჯარების გაყვანაზე ეწერა, პარალელურად რუსეთის მიმართ “ოკუპანტი” და სიმკაცრე, რომელსაც ვითხოვდით, არ იყო გამოვლენილი - ამასთან ერთად დამატებული იყო საკითხი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდება, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შესწორების გარეშე ტექსტი ნორმალური იყო, შემდეგ შეიტანეს შესწორება, შეარბილეს რუსეთის ნაწილი და ცალკე, ყოველგვარი არასწორი ციტირებით შეიტანეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.

“რატომღაც ხდება ისე, რომ როდესაც უკრაინას, რაღაც სხვა საკითხებს ეხება საქმე, ყველა ჩვენგან ითხოვს, რომ საკუთარი თავის გადადების ფასადაც უნდა ვიყოთ რადიკალურები, რასაც ხშირად ვაკეთებთ და ეს რეზოლუციებში და შესაბამის ტექსტებში ჩვენი მხარდაჭერითაც აისახება ხოლმე. მაგრამ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესებს, ჩვენი ინტერესების გატარებას რეზოლუციაში, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთისთვის ოკუპანტის დაძახებას ევროპის ოფიციალურ ტექსტებში, იქ რატომღაც ვიღაცები გამოჩნდებიან ხოლმე, რომლებიც ამას აიგნორებენ. კიდევ უარესს აკეთებენ "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი რომ ჩაწერეს, არც “ე.წ” დაუწერიათ და არაფერი - ასეთ ტექსტს მხარს ვერ დავუჭერდით, თვითონაც არ უნდა შეედგინათ ასეთი ტექსტი საერთოდ, ოდნავი კომპეტენცია რომ ჰქონოდათ ამაში. ამ შესწორების გარეშე ეს ტექსტი ნამდვილად ნორმალური იყო, შემდეგ შეიტანეს შესწორება, შეარბილეს რუსეთის ნაწილი და ცალკე, ყოველგვარი არასწორი ციტირებით შეიტანეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. ამ ტექსტს, რა თქმა უნდა, ხელს ვერ მოვაწერდით და ვინც მოაწერა იმასაც შეეშალა”, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ამავე თემაზე საუბრისას, დავითულიანმა აღნიშნა, რომ რეზოლუციაში დამატებული იყო საკითხი, სადაც ეწერა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდება.

“იქ [რეზოლუციაში] თუ რუსეთის ჯარების გაყვანაზე ეწერა, პარალელურად რუსეთის მიმართ “ოკუპანტი” და სიმკაცრე, რომელსაც ვითხოვდით, არ იყო გამოვლენილი. ამასთან ერთად დამატებული იყო საკითხი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდება”, - აღნიშნა დავითულიანმა.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნავს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია, შესწორებები მიკერძოებულია და სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.

პარტიის ცნობით, რეზოლუციაში სახელწოდებით: „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“, კონკრეტული ფორმულირების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ეუთო-სა და აშშ-ის გაცხადებულ პოლიტიკას.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ