ნიდერლანდების ახალი პრემიერი - უკრაინის მიმართ ნიდერლანდების მხარდაჭერა მტკიცეა

უკრაინის მიმართ ნიდერლანდების მხარდაჭერა მტკიცეა, - ამის შესახებ ნიდერლანდების ახალმა პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოოფმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პირველ სატელეფონო საუბარში განაცხადა.

„ახლახან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირველი სატელეფონო საუბარი მქონდა. მე ის დავარწმუნე, რომ მისი ქვეყნის მიმართ ნიდერლანდების მხარდაჭერა მტკიცეა. რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენ უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას გავაგრძელებთ, რაც და რამდენი ხანიც არ უნდა იყოს ამისთვის საჭირო“, - განაცხადა დიკ სხოოფმა.

სხოოფმა აღნიშნა, რომ მომავალ კვირას ვაშინგტონში ნატო-ს სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.

ცნობისთვის, დღეს, ნიდერლანდების თავდაცვის ახალმა მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა, რომ იგი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და თანამშრომლობის გაძლიერების იმედი გამოთქვა.

შეგახსენებთ, ნიდერლანდების ახალმა მემარჯვენე მთავრობამ ფიცი გუშინ დადო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს