ჯაბა სამუშია ოფიციალური ვიზიტით მესინას უნივერსიტეტში იმყოფება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ევროპის ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტს - მესინას (იტალია) უნივერსიტეტს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციაშია ნათქვამი, უნივერსიტეტებს შორის გაფორმდება ინსტიტუციური ხელშეკრულება, რომელიც თანამშრომლობის უფრო ფართო სპექტრს მოიცავს.

„თსუ-სა და მესინას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ათეულ წელზე მეტია გრძელდება და ფოკუსირებულია ანთროპოლოგიისა და ეთნოლოგიის მიმართულებებზე. ამასთან, ორივე უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული ევროკავშირის პროგრამაში ერასმუს პლუსი, რომელიც სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ითვალისწინებს.

ვიზიტის ფარგლებში თსუ-ის დელეგაცია შეხვდა მესინას უნივერსიტეტის პირველ ვიცე-რექტორს, პროფესორ ჯუზეპე ჯორდანოს და პრორექტორს აკადემიური მიმართულებით, პროფესორ ანტონინო ჯერმანას, ასევე, უძველესი, ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ფაკულტეტის დეკანს და აკადემიურ პერსონალს. შეხვედრებზე შეთანხმდნენ, რომ უნივერსიტეტებს შორის გაფორმდება ინსტიტუციური ხელშეკრულება, რომელიც თანამშრომლობის უფრო ფართო სპექტრს მოიცავს.

თსუ-ში მესინას უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება, რომლის დროსაც ხელი მოეწერება შეთანხმებას ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებასა და საუნივერსიტეტო განვითარების პროექტების შემუშავებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება