მიხეილ დაუშვილი - ყველაფერი კონკურენციაზე უნდა აეწყოს და ერთპიროვნული მმართველობა დავამთავროთ - ქვეყნის ყველა მეგობრის ცალსახა პოზიციაა, რომ „ოცნება“ ევროპული მომავლისთვის მუხრუჭია

ვინც კი ჩვენი მეგობარი იყო, ფაქტობრივად, ყველა მათგანში ჩამოყალიბდა ერთი ცალსახა პოზიცია, რომ „ოცნება“ ჩვენი ევროინტეგრაციის და ევროპული მომავლისთვის მუხრუჭია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის“.

როგორც დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ვერ არწმუნებს ევროპელ მეგობრებს, რომ ევროკავშირში მიდიან.

„ყველაფერი კონკურენციაზე უნდა აეწყოს და ერთპიროვნული მმართველობა დავამთავროთ, როგორც მინიმუმ, ეს საჭიროა იმიტომ, რომ ევროინტეგრაციის გზას დავუბრუნდეთ. ბოლო პერიოდს რომ გადავხედოთ, ეუთო-ს დღევანდელ რეზოლუციაზეც ვსაუბრობდით, ვინც კი ჩვენი მეგობარი იყო, ფაქტობრივად, ყველა მათგანში ჩამოყალიბდა ერთი ცალსახა პოზიცია, რომ „ოცნება“ ჩვენი ევროინტეგრაციის და ევროპული მომავლისთვის მუხრუჭია. ეს იმდენად კონსოლიდირებული პოზიცია გახდა, რომ ქვეყნისთვის პრობლემა ხდება, მთელი ქვეყნისთვის გამოწვევა და სერიოზული დაბრკოლება ხდება. ეს პოლიტიკური კრიზისი რომ დავასრულოთ, ამისთვის საჭიროა, რომ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დავასრულოთ.

მარტო ქვეყნის შიგნით, მარტო ოპოზიციური ჯგუფი რომ ვიყოთ და ჩვენ ვსაუბრობდეთ, რომ „ოცნება“ ევროინტეგრაციას ხელს უშლის, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ „ოცნებას“ თვითონ ევროპელები რომ ეუბნებიან, ევროპული ქვეყნები, ევროპული ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ევროინტეგრაციისთვის დაბრკოლებებს შენ თვითონ ქმნიო და შენ თვითონ ხელს უშლი ევროატლანტიკურ ინტეგრაციასო? მათ ვერ არწმუნებენ რომ ევროკავშირში მიდიან “, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მიხეილ დაუშვილის მტკიცებით, ამომრჩევლების დიდი ნაწილი, ვისაც „ქართული ოცნების“ სჯეროდა და მხარს უჭერდა, დღეს ოპოზიციურადაა განწყობილი.

„ბევრი ადამიანი, ვისაც ვხვდებით და ზუსტად ვიცით, რომ გუშინ „ოცნების“ ამომრჩეველი იყო, დღეს გადაწყვეტილი აქვს, რომ გამორიცხულია „ოცნებას“ მისცეს ხმა და ეძებს ალტერნატივას. ჩვენი ხედვა ასეთია, რომ საერთოდ აღარ გვინდა, რომ ერთი ადამიანი და ერთი ლიდერი იყოს. ჯერ იყო მიხეილ სააკაშვილი, მერე ბიძინა ივანიშვილი, ახლა ვიღაც ახალი უნდა გამოჩნდეს? ეს უნდა დავამთავროთ, აღარ შეიძლება ისევ ერთპიროვნულ მმართველობაზე წავიდეთ. ჩვენ გვინდა რეალური კონკურენცია“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა